U21 I მუდრიკი ევროპის ახალგაზრდულ ჩემპიონატზე ყველაზე ძვირად ღირებული ფეხბურთელია #1TVSPORT
U21 I მუდრიკი ევროპის ახალგაზრდულ ჩემპიონატზე ყველაზე ძვირად ღირებული ფეხბურთელია #1TVSPORT

უკრაინის ნაკრებისა და „ჩელსის“ ფეხბურთელი მიხაილო მუდრიკი, Transfermarkt-ის მიხედვით, ევროპის ახალგაზრდულ ჩემპიონატზე ყველაზე ძვირად ღირებული მოთამაშეა.

Transfermarkt-ი მუდრიკს 50 მილიონ ევროდ აფასებს და უკრაინელი პირველ ადგილს იტალიელ სანდრო ტონალისთან ერთად იყოფს.

დღეს, 21 ივნისს სტარტს იღებს ევროპის ახალგაზრდული ჩემპიონატი, რომელიც საქართველოსა და რუმინეთში ტარდება. უკრაინის 21-წლამდელთა გუნდი ხორვატიას თბილისის დროით 20:00 საათზე დაუპირისპირდება.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს ახალგაზრდული ნაკრები დღეს, 20:00 საათზე პორტაგლიას შეხვდება. მატჩის პირდაპირ რეპორტაჟს საქართველოს პირველი არხი შემოგთავაზებთ.