U21 I ევროპის ჩემპიონატისთვის პორტუგალიის ნაკრების შემადგენლობა ცნობილია #1TVSPORT
U21 I ევროპის ჩემპიონატისთვის პორტუგალიის ნაკრების შემადგენლობა ცნობილია #1TVSPORT

პორტუგალიის U21 საფეხბურთო ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, რუი ჟორჟემ ევროპის ჩემპიონატისთვის 25-კაციანი შემადგენლობა დაასახელა.

პორტუგალიელები ევროპის ჩემპიონატზე A ჯგუფში, საქართველოს ნაკრებთან ერთად იმყოფებიან და თავიანთ შეხვედრებს თბილისში, „მიხეილ მესხის“ სტადიონსა და „დინამო არენაზე“ გამართავენ. განაცხადი საბოლოო სახეს კონტინენტის პირველობაზე გამგზავრებამდე რამდენიმე დღით ადრე მიიღებს.

პორტუგალიის U21 საფეხბურთო ნაკრების შემადგენლობა:

მეკარეები: სელტონ ბიაი („გიმარაეში“), ფრანცისკო მეისედო („პორტუ“), სამუელ სოარეში („ბენფიკა“).

მცველები: ალექსანდრ პენეტრა („ფამალიკაო“), ანდრე ამარო („გიმარაეში“), ბერნარდო ვიტალი („ეშტორილი“), ლეონარდო ლელო („კასა პია“), ნუნუ ტავარეში („მარსელი“), ტომას ტავარეში (მოსკოვის „სპარტაკი“), ტომას არაუხო („ჟილ ვისენტე“).

ნახევარმცველები: აფონსო სოუზა („ლეხი“), დავიდ კოსტა („ლანსი“), ანდრე ალმეიდა („ვალენსია“), ფაბიო ვიეირა („არსენალი“), ჟოაო ნევეში („ბენფიკა“), ჟოზე კარლოსი („გიმარაეში“), პაულო ბერნარდო („პაკოშ დე ფერეირა“), სამუელ კოსტა („ალმერია“), ტიაგო დანტასი („პაოკი“), ვასკო სოუზა („პორტუ“).

თავდამსხმელები: ფაბიო სილვა („პსვ“), ფრანსისკო კონსეისაო („აიაქსი“), ენრიკე არაუხო („უოტფორდი“), პედრო ნეტუ („ვულვზი“), ვიტორ ოლივეირა („მარსელი“).

ევროპის 21-წლამდელთა ჩემპიონატი 21 ივნისიდან 8 ივლისის ჩათვლით საქართველოსა და რუმინეთში გაიმართება. პორტუგალიის ნაკრები სადებიუტო შეხვედრას 21 ივნისს, „დინამო არენაზე“ საქართველოსთან გამართავს. 24 ივნისს „მიხეილ მესხზე“ ნიდერლანდებს შეხვდება, ხოლო 27 ივნისს, ისევ „მიხეილ მესხზე“ – ბელგიას. მეოთხედფინალში გასვლის შემთხვევაში პორტუგალია კვლავ საქართველოში ითამაშებს.