U21 I ჩეხეთის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ევროპის ჩემპიონატისთვის შემადგენლობა დაასახელა #1TVSPORT
U21 I ჩეხეთის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ევროპის ჩემპიონატისთვის შემადგენლობა დაასახელა #1TVSPORT

ჩეხეთის U21 საფეხბურთო ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, იან სუხოპარეკმა საქართველოში ჩასატარებელი ევროპის ჩემპიონატისთვის 23-კაციანი შემადგენლობა დაასახელა.

ჩეხები ევროპის ჩემპიონატზე C ჯგუფში იმყოფებიან და თავიანთ შეხვედრებს ქუთაისსა და ბათუმში ჩაატარებენ.

ჩეხეთის U21 საფეხბურთო ნაკრების შემადგენლობა:

მეკარე: ვიტეზსლავ იაროში („ლივერპული“), ანტონინ კინსკი („ვისკოვი“), მატეი კოვარჟი („სპარტა პრაღა“).

მცველები: მარტინ ცედიდლა („ტრინიტი“), მიხალ ფუკალა („სლოვანი ლიბერეცი“), ადამ გაბრიელი („ჰრადეც კრალოვე“), რობინ ჰრანაჩი („პარდუბიცე“), დავიდ პეხი („სლავია პრაღა“), კარელ პოეზნი („ბანიკ ოსტრავა“), მარტინ ვიტიკი („სპარტა პრაღა“), ტომაშ ვლჩეკი („პარდუბიცე“).

ნახევარმცველები: ლუკაშ ჩერვი („სლვანი ლიბერეცი“), კრიშტოფ დანეკი („სპარტა პრაღა“), მატეი იურასეკი („სლავია პრაღა“), ფილიპ კალოჩი („ბანიკ ოსტრავა“), ადამ კარაბეცი („სპარტა პრაღა“), პაველ შულცი („იაბლონეცი“), მატეი ვალენტა („სლოვანი ლიბერეცი“), იან ჟამბურეკი („ვიბორგი“).

თავდამსხმელები: დანიელ ფილა („ტეპლიცე“), მატეი კოუბეკი („ჰრადეც კრალოვე“), ვასილ კუშეი („მლადა ბოლესლავი“), ვაცლავ სეიკი („იაბლონეცი“).

ევროპის 21-წლამდელთა ჩემპიონატი 21 ივნისიდან 8 ივლისის ჩათვლით საქართველოსა და რუმინეთში გაიმართება. ჩეხეთის ნაკრები სადებიუტო შეხვედრას 22 ივნისს ბათუმში ინგლისთან გამართავს, 25 ივნისს ისევ ბათუმში გერმანიას შეხვდება, ხოლო 28 ივნისს ქუთაისში – ისრაელს. მეოთხედფინალში გასვლის შემთხვევაში ჩეხეთი კვლავ საქართველოში ითამაშებს.