U21 | გიორგი ყავლაშვილი - ჩვენი მიზანი ევროპის ჩემპიონატზე გასვლაა, ამიტომ ლატვიას და მალტას უნდა მოვუგოთ #1TVSPORT
U21 | გიორგი ყავლაშვილი - ჩვენი მიზანი ევროპის ჩემპიონატზე გასვლაა, ამიტომ ლატვიას და მალტას უნდა მოვუგოთ #1TVSPORT

საქართველოს ახალგაზრდული ნაკრებისა და სლოვაკური „ჟილინას“ მცველმა ალექსანდრე ნარიმანიძემ და ბელგიური „უნიონ სენ ჟილის“ მეკარემ, გიორგი ყავლაშვილმა კომენტარი გააკეთეს ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპზე ლატვიასა და მალტასთან გასვლითი მატჩებისთვის მზადებაზე.

გიორგი ყავლაშვილი: „ახალგაზრდულ ნაკრებში გამოძახება ძალიან გამიხარდა. გუნდს კარგად შევეწყვე, მზადების პროცესი ნაყოფიერად მიმდინარეობს. ლატვიასთან და მალტასთან რთულ მატჩებს ველოდებით, მაგრამ ჩვენი მიზანი ევროპის ჩემპიონატზე გასვლაა და ამიტომ ეს თამაშები უნდა მოვიგოთ“.

ალექსანდრე ნარიმანიძე: „სრული შემადგენლობით შევიკრიბეთ, ტრავმის გამო მხოლოდ გაბრიელ სიგუა გამოგვაკლდა. ვფიქრობ, მოახლოებულ მატჩებს მომზადებული შევხვდებით, რადგან ძალიან მნიშვნელოვანი თამაშები გვაქვს. პირველ რიგში, ლატვიასთან მატჩზე ვფიქრობთ, ყველანაირად შევეცდებით, რომ სამი ქულა მოვიპოვოთ“.

საქართველოს ახალგაზრდული ნაკრები მომავალი მატჩებისთვის რიგაში ემზადება. ქართველი ფეხბურთელები 10 ოქტომბერს ლატვიას დაუპირისპირდება, ხოლო 14 ოქტომბერს – მალტას.