U21 | დღეს საქართველოს ახალგაზრდული ნაკრები შვედეთს უმასპინძლებს - პირდაპირი რეპორტაჟი პირველი არხზე #1TVSPORT
U21 | დღეს საქართველოს ახალგაზრდული ნაკრები შვედეთს უმასპინძლებს - პირდაპირი რეპორტაჟი პირველი არხზე #1TVSPORT

17 ოქტომბერს, ბათუმში, საქართველოს ახალგაზრდული ნაკრები ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი ტურნირის შეხვედრაში შვედეთს დაუპირისპირდება.

21-წლამდელთა ნაკრებმა მატჩისწინა ვარჯიში შეხვედრის მასპინძელ „ბათუმი არენაზე“ გამართა. ნიდერლანდებთან შეხვედრაში მიღებული ტრავმის გამო გუნდს ჯადული იობაშვილი დააკლდება.

„დინამო თბილისის“ თავდამსხმელის ნაცვლად რამაზ სვანაძემ რუმინული „პეტროლულის“ შემტევი, გიორგი აბუაშვილი გამოიძახა. ასევე, ახალგაზრდულ ნაკრებს ეროვნული გუნდიდან გაბრიელ სიგუა დაეხმარება, რომელიც ორი დღეა შეკრებას შეუერთდა.

U21 | შემადგენლობა:

მეკარეები: ლევან თანდილაშვილი („ლოკომოტივი“ თბილისი), ლუკა ხარატიშვილი („სამტრედია“), მიხეილ მაქაცარია („დინამო თბილისი“).

მცველები: გიორგი მაისურაძე, საბა ხვადაგიანი, ლუკა ლაცაბიძე (ყველა – „დინამო თბილისი“), საბა გოგლიჩიძე („ტორპედო“ ქუთაისი), მუხრან ბაგრატიონი („დინამო“ ბათუმი), საბა მამაცაშვილი („გაგრა“), ზურაბ რუხაძე („მეტა“, ლატვია), თორნიკე მორჩილაძე („თელავი“), გეგი გეგუჩაძე („ლოკომოტივი“ თბილისი).

ნახევარმცველები: ლაშა ოდიშარია, ლევან ოსიყმაშვილი (ორივე – „დინამო თბილისი“), ოთარ მამაგეიშვილი, გიზი მამაგეიშვილი (ორივე – „საბურთალო“), ნოდარ ლომინაძე („სამგურალი“), ირაკლი ეგოიანი („ტვენტე“, ნიდერლანდები), დემეტრე გვასალია („კოლხეთი“ ფოთი), შალვა ოგბაიძე („დენ ბოსხი“, ნიდერლანდები), ლუკა გაგნიძე („დინამო“, რუსეთი), გაბრიელ სიგუა („ბაზელი“, შვეიცარია).

თავდამსხმელები: გიორგი კვერნაძე („ფროსინონე“, იტალია), გიორგი აბუაშვილი („პეტროლული“, რუმინეთი).

სამი ტურის შემდეგ, საქართველოსა და შვედეთის ნაკრებებს ჯგუფში 6-6 ქულა აქვთ და ერთმანეთის კონკურენტები არიან.

შეხვედრის პირდაპირ რეპორტაჟს საქართველოს პირველი არხი 19:00 საათიდან შემოგთავაზებთ.