U20 | ზაზა ლომთაძემ ევროპის ჩემპიონატზე ერთი ოქროსა და ორი ვერცხლის მედალი მოიპოვა [ვიდეო] #1TVSPORT
U20 | ზაზა ლომთაძემ ევროპის ჩემპიონატზე ერთი ოქროსა და ორი ვერცხლის მედალი მოიპოვა [ვიდეო] #1TVSPORT

ფინეთში მიმდინარე U20-წლამდე ძალოსანთა ევროპის ჩემპიონატზე 102 კგ. წონით კატეგორიაში დღეს საქართველოს ეროვნულ ნაკრებს კიდევ სამი მედალი შეემატა.

ზაზა ლომთაძემ ატაცში 151/155 კილოგრამი დაძლია და ვერცხლის მედლის მფლობელი გახდა. ლომთაძე აკვრაში საუკეთესო იყო, თავი 186/193/196 კილოგრამს გაართვა და ოქროს მედლის მფლობელი გახდა, ორჭიდში 351 კილოგრამით კი ვერცხლი მოიპოვა.

ვანო ქაზუმაშვილმა ატაცში 130/135 კილოგრამი დაძლია და მე-9 ადგილზე გავიდა. მან აკვრაში 160/168 კილოგრამს გაართვა თავი და მე-6 პოზიციაზეა, ორჭიდის ჯამში კი 303 კილოგრამით კი მე-7 ადგილზე.