U19 | ლაშა ფირცხალაიშვილი - გათავისებული გვაქვს, რომ ევროპის ჩემპიონატამდე მხოლოდ სამი თამაში გვაშორებს #1TVSPORT
საქართველოს 19-წლამდე ვაჟთა ნაკრებმა 2025 წლის ევროპის ჩემპიონატის ელიტრაუნდის დაწყებამდე სფფ-ის ტექნიკურ ცენტრ „ბასაზე“ ივარჯიშა. ტურნირს საქართველო უმასპინძლებს, უმცროსი „ჯვაროსნების“ მეტოქეები პოლონეთის, სლოვაკეთისა და მონტენეგროს ნაკრებები იქნებიან.
მოახლოებულ მატჩებთაან დაკავშირებით გუნდის მთავარმა მწვრთნელმა, ლაშა ფირცხალაიშვილმა ისაუბრა.
„ჯგუფში ყველა გუნდს თანაბარი შანსი აქვს. სამივე მეტოქე კარგად დაბალანსებული და ორგანიზებული გუნდია. პირველ რიგში პოლონეთთან პირველ თამაშზე ვართ კონცენტრირებული. მეტოქე საკმაოდ გამოცდილი გუნდია, მათ ევროპისა და მსოფლიო ჩემპიონატების ნახევარფინალში აქვთ ნათამაშები.
მაგრამ ახლა ყველაფერი ნულიდან იწყება, საქართველსო 19-წლამდე ნაკრებს საკუთარი გეგმები და მიზნები აქვს. მჯერა ჩემი ფეხბურთელების და მათი შესაძლებლობების. გათავისებული გვაქვს, რომ ევროპის ჩემპიონატამდე მხოლოდ და მხოლოდ სამი თამაში გვაშორებს“, – ამბობს ლაშა ფირცხალაიშვილი.
U19 | ელიტრაუნდი
19 მარტი, მიხეილ მესხი 2 | 19:00 – საქართველო – პოლონეთი
22 მარტი, მიხეილ მესხი 2 | 19:00 – საქართველო – სლოვაკეთი
25 მარტი, მიხეილ მესხი 2 | 19:00 – საქართველო – მონტენეგრო
აღნიშნული ჯგუფიდან ფინალურ ეტაპზე გასვლას პირველადგილოსანი გუნდი შეძლებს. ელიტრაუნდის სამივე მატჩის რეპორტაჟს, საქართველოს პირველი არხი შემოგთავაზებთ. მატჩებზე დასწრება თავისუფალია.