U17-წლამდელები ამხანაგურად აზერბაიჯანს შეხვდებიან - ჩიტაურმა იტალიაში ქართველი ნახევარმცველი აღმოაჩინა #1TVSPORT
U17-წლამდელები ამხანაგურად აზერბაიჯანს შეხვდებიან - ჩიტაურმა იტალიაში ქართველი ნახევარმცველი აღმოაჩინა #1TVSPORT

საქართველოს 17-წლამდელთა ეროვნული გუნდი თბილისში შეიკრიბა და ამხანაგური მატჩებისთვის მზადება გიორგი ჩიტაურის ხელმძღვანელობით დაიწყო.

გუნდის მთავარი მწვრთნელი ახალი გუნდით 5 და 8 ივნისს, აზერბაიჯანის 17-წლამდე ნაკრებთან საერთაშორისო ამხანაგურ მატჩებს გამართავს. ამხანაგურ მატჩებში მონაწილეობის მისაღებად, გიორგი ჩიტაურმა 24 მოთამაშე გამოიძახა.

აღსანიშნავია, რომ მიწვეულთა შორის ლეგიონერიცაა – იტალიური „კრემონეზეს“ 19 წლამდელთა გუნდის ცენტრალური ნახევარმცველი დაჩი ლორთქიფანიძე. ეს 16 წლის ფეხბურთელი „დინამოს აკადემიაში“, „საბურთალოსა“ და „ჩემპიონში“ ვარჯიშობდა. იტალიაში ხუთი წლის წინ წავიდა და პირველად „ატალანტაში“ ვარჯიშობდა. იტალიაშია მისი ძმაც, დათო ლორთქიფანიძეც, რომელიც სერია „ბ“-ს „პადოვას“ ფეხბურთელია და საქართველოს 17 და 19-წლამდელთა ნაკრებების წევრი გახლდათ.

U17 | საქართველოს ნაკრების შემადგენლობა

მეკარეები: რევაზ კურტანიძე (საბურთალო), გიორგი ბედიაშვილი (სფფ-ის აკადემია), სოსო კოპალიანი (ლოკომოტივი თბილისი).

მცველები: გიორგი ტაბატაძე, გიორგი ციხელაშვილი, ალექსანდრე ნარიმანიძე (სამივე – საბურთალო), გელა სადღობელაშვილი, გიორგი მაღრაძე (ორივე – სფფ-ის აკადემია), თენგო გობეშია, საბა ხარჩილავა (ორივე – დინამო თბილისი), ალექსანდრე ჩიხაძე (მარტვილი).

ნახევარმცველები: გაბრიელ სიგუა, ნიკოლოზ ნინიძე, ამინ კარაევი (სამივე – დინამო თბილისი), თენგო ალიბეგაშვილი, ნიკოლოზ ყველაშვილი (ორივე – სფფ-ის აკადემია), ალეკო ბასილაძე (ტორპედო ქუთაისი), დემეტრე ციკოლია (35-ე სკოლა), ლაშა გადილია (მარტვილი), შოთა დადუნაშვილი (იბერია 2010), დაჩი ლორთქიფანიძე (კრემონეზე).

თავდამსხმელები: ნიკოლოზ ცეცხლაძე (სფფ-ის აკადემია), გიორგი ფარცვანია (დინამო თბილისი), გიორგი პარკინაშვილი (35-ე სკოლა).

U17. ამხანაგური მატჩების განრიგი

5 ივნისი, 18:00 – საქართველო U17 – აზერბაიჯანი U17

8 ივნისი, 18:00 – საქართველო U17 – აზერბაიჯანი U17