U15 | სასელექციო პროექტი დასრულდა - ქუთაისში რეგიონულ ნაკრებთა მატჩი გაიმართა #1TVSPORT
ქუთაისში, სფფ-ის საფეხბურთო აკადემიის მოედანზე 15-წლამდე ვაჟთა შორის სასელექციო თამაშები გაიმართა – ინფორმაციას ფეხბურთის ფედერაციის პრესსამსახური ავრცელებს.
შერჩევებს საქართველოს 16-წლამდელთა ნაკრების მთავარი მწვრთნელი გიორგი ჩიტაური ხელმძღვანელობდა. სასელექციო ხასიათის პროექტი, რომელიც მაისში დაიწყო, პირველ ეტაპზე აღმოსავლეთ საქართველოს მოიცავდა.
თავდაპირველად 72 ბავშვი შეარჩიეს, საბოლოოდ კი მათი რაოდენობა 20-მდე შემცირდა. ანალოგიური შერჩევების მეორე ეტაპი ივლისში უკვე დასავლეთ საქართველოში განხორციელდა.
სასელექციო პროექტის შემაჯამებელი ფაზა კი აღმოსავლეთ და დასავლეთ საქართველოს რეგიონულ ნაკრებთა მატჩი გახლდათ, რომელიც ფრედ, 2:2 დასრულდა.