ტყვიის სროლა | მარიამ მარშავა ევროპის ჩემპიონია - ასაკობრივმა ნაკრებებმა ვერცხლისა და ბრინჯაოს მედლები მოიპოვეს #1TVSPORT
ტყვიის სროლა | მარიამ მარშავა ევროპის ჩემპიონია - ასაკობრივმა ნაკრებებმა ვერცხლისა და ბრინჯაოს მედლები მოიპოვეს #1TVSPORT

ბულგარეთის ქალაქ ბურგოსში დასრულდა ასაკობრივ ნაკრებებს შორის ევროპის ჩემპიონატი ტყვიის სროლაში, სადაც 10 მეტრზე პნევმატიკური პისტოლეტიდან სროლაში საქართველოს ნაკრებმა ერთი ოქროს, ერთი ვერცხლისა და ორი ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.

21-წლამდელთა შორის შეჯიბრებაში მარიამ მარშავამ სოლო ტურნირის ფინალში ჩეხი ვიქტორია სინდლეროვა 15:13 დაამარცხა და ევროპის ჩემპიონი გახდა.

მარიამ მარშავამ და გიორგი მუმლაძემ შერეულ წყვილთა შეჯიბრებაში ბრინჯაოს მედალი მოიპოვეს – მათ მესამე ადგილისთვის შეხვედრაში ესპანელთა წყვილს 17:9 სძლიეს.

18-წლამდელების გუნდურ ტურნირში თამარ ჯინჭარაძე, ლიზი აღნიაშვილი და ქეთი ჭილაძე ვერცხლის მედლის მფლობელები გახდნენ, ხოლო 16-წლამდე ვაჟთა ტურნირში საქართველოს ნაკრებმა, სერგო გიორხელიძის, ლუკა კობახიძისა და რევაზ ლილუაშვილის შემადგენლობით, ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.