ტყვიის სროლა | ევროპის ახალგაზრდულ ჩემპიონატზე მარიამ აბრამიშვილმა ოქროს მედალი მოიპოვა #1TVSPORT

17:18, 06.03.2025

ხორვატიის ქალაქ ოსიეკში დასრულდა ევროპის ახალგაზრდული ჩემპიონატი. სოლო-ტურნირში მარიამ აბრამიშვილმა 10 მეტრზე პნევმატური პისტოლეტიდან სროლის ფინალში, ნეიტრალური გუნდის ბელარუსი წარმომადგენელი ალიაქსანდრა პიატროვა 15:14 დაამარცხა და  ევროპის ჩემპიონი გახდა.

შეგახსენებთ, რომ ამ ჩემპიონატზე აბრამიშვილმა ოქროს მედალი მოიპოვა გუნდურ ჩათვლაში, ტრიო გუნდურში და სოლო-ტურნირში, ხოლო ინდივიდუალურ შეჯიბრებაში ბრინჯაოს მედალს დაეფლა.

სულ საქართველოს ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატზე გამოსვლა ოთხი ოქროსა და ერთი ბრინჯაოს მედლით დაასრულა.

მსგავსი