ტყვიის მსროლელთა „დიდი პრიზის“ გათამაშებაზე საქართველოს ნაკრები წარმატებით ასპარეზობს #1TVSPORT
ტყვიის მსროლელთა „დიდი პრიზის“ გათამაშებაზე საქართველოს ნაკრები წარმატებით ასპარეზობს #1TVSPORT

ესპანეთის ქალაქ გრანადაში მიმდინარე ტყვიის მსროლელთა „დიდი პრიზის“ გათამაშებაზე დღეს შეჯიბრი 25- მეტრიან დისტანციაზე სპორტული პისტოლეტიდან დაიწყო.

ოლიმპიური ჩემპიონი ნინო სალუქვაძე საკვალიფიკაციო ეტაპის პირველი ნახევრის შემდეგ პლეი-ოფში გასვლის შანსს ინარჩუნებს.

საკვალიფიკაციო ეტაპი ხვალ დასრულდება.

ჩვენმა გუნდმა, რომელიც გრანადაში ოთხი სპორტსმენით არის წარმოდგენილი, უკვე ორი მედალი მოიპოვა.

შერეულ წყვილებში ნინო სალუქვაძე და კაკო მოსულიშვილი მეორე ადგილზე გავიდნენ, ხოლო ვაჟებმა გუნდურში, რომლის შემადგენლობაში იყვნენ კაკო მოსულიშვილი, ცოტნე მაჭავარიანი და ლევან ქადაგიძე ბრინჯაოს მედალი დაისაკუთრეს.