ტყის ხანძრის შედეგად, სამხრეთ იტალიაში ერთი ადამიანი დაიღუპა
ტყის ხანძრის შედეგად, სამხრეთ იტალიაში ერთი ადამიანი დაიღუპა

ტყის ხანძრის შედეგად, სამხრეთ იტალიაში, კალაბრიის რეგიონში 76 წლის მამაკაცი დაიღუპა. „როიტერის“ ცნობით, ცეცხლის გამო საცხოვრებელი სახლი ჩამოინგრა და მამაკაცი იმსხვერპლა.

ხანძარი მძვინვარებს კუნძულ სიცილიაზეც. კერძოდ, კუნძულის ცენტრალურ და სამხრეთ ნაწილებში, სადაც დღეს ევროპის მასშტაბით ჰაერის ტემპერატურის რეკორდული მაჩვენებელი, 48.8 გრადუსი დაფიქსირდა.