ტყის ხანძრის გამო კალიფორნიის შტატში საგანგებო ვითარება გამოცხადდა [ვიდეო]

აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის გადაწყვეტილებით, ტყის ხანძრის გამო კალიფორნიის შტატში საგანგებო ვითარება გამოცხადდა. ქვეყნის პრეზიდენტმა ადგილობრივი ხელისუფლებისთვის ფედერალური დახმარების გაწევის ბრძანება გასცა.

კალიფორნიაში ტყის ხანძარს ხუთი ადამიანი შეეწირა. მალიბუში ხანძრის გამო ევაკუაცია გამოაცხადეს. სტიქიის გავრცელებას ჰაერის მაღალი  ტემპერატურა და ძლიერი ქარი უწყობს ხელს.