ტყის ხანძრების გამო ჩრდილოეთ მაკედონიაში საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა
ტყის ხანძრების გამო ჩრდილოეთ მაკედონიაში საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა

ჩრდილოეთ მაკედონიის ხელისუფლებამ ქვეყნის ტერიტორიაზე 5 აგვისტოდან მომდევნო 30 დღის განმავლობაში ტყის ხანძრებთან დაკავშირებით საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა.

გარემოს დაცვის საკითხებში ევროკავშირის კომისრის, ვირგინიუს სინკევიჩიუსის განცხადებით, მიმდინარე ზაფხულში არსებული გლობალური ხანძრები და უკიდურესი ამინდი არის იმის მკაფიო სიგნალი, რომ აუცილებელია კლიმატის ცვლილებების აღმოფხვრა.

„ვებრძვით ყველაზე საშინელ ხანძარს, რომელიც ათწლეულების განმავლობაში ყოფილა. მიმდინარე ზაფხულის წყალდიდობები, სიცხე და ტყის ხანძრები შეიძლება გახდეს ჩვენი ახალი რეალობა. უნდა ვკითხოთ საკუთარ თავს – ეს არის სამყარო, რომელშიც გვინდა, ვიცხოვროთ? ჩვენ გვჭირდება დაუყოვნებლივი მოქმედებები ბუნებასთან დაკავშირებით, სანამ გვიანი არ არის“, – დაწერა ევროკომისარმა „ტვიტერის“ პირად გვერდზე.