ტყიბულსა და თერჯოლაში „ევროპული საქართველოსა“ და „ნაციონალური მოძრაობის“ 17 წევრი „ქართულ ოცნებას“ შეუერთდა
ტყიბულსა და თერჯოლაში „ევროპული საქართველოსა“ და „ნაციონალური მოძრაობის“ 17 წევრი „ქართულ ოცნებას“ შეუერთდა

ტყიბულსა და თერჯოლაში „ევროპული საქართველო“ და „ნაციონალური მოძრაობა“   17 -მა წევრმა  დატოვა.

„ქართულ ოცნებას“ ტყიბულიდან „ევროპული საქართველოს“ ცხრა წევრი შეუერთდა , ხოლო თერჯოლიდან „ნაციონალური მოძრაობის“ რვა წევრი.

მათი თქმით, გადაწყვეტილების მიზეზი ორი პარტიის, „ნაციონალური მოძრაობისა“ და „ევროპული საქართველოს“ გაერთიანება გახდა.

ოპოზიციური პარტიების უკვე ყოფილი წევრების თქმით, მიუღებელია „ნაცმოძრაობის“ სისხლიანი და ძალადობრივი რეჟიმი, გადაწყვეტილება კი ქვეყნის უკეთესი მომავლის სასარგებლოდ მიიღეს.

ისინი ყოფილ თანაგუნდელებსა და მოქალაქეებს მოუწოდებენ, შეუერთდნენ „ქართულ ოცნებას“ და მხარი სალომე ზურაბიშვილს დაუჭირონ.