„ტვიტერის“ მომხმარებელმა კობის სიკვდილი 2012 წელს იწინასწარმეტყველა
„ტვიტერის“ მომხმარებელმა კობის სიკვდილი 2012 წელს იწინასწარმეტყველა

26 იანვარს მსოფლიო სპორტმა უდიდესი პიროვნება დაკარგა. ლეგენდარული კობი ბრაიანტი ავიაკატასტროფაში 13 წლის ქალიშვილ ჯინასთან ერთად დაიღუპა. უბედურ შემთხვევას ჯამში ცხრა ადამიანი ემსხვერპლა.

ამერიკულმა მედიამ საკმაოდ საინტერესო და შოკისმომგვრელი ფოტო გამოაქვეყნა. „ტვიტერის“ მომხმარებელმა 2012 წლის ნოემბერში კობი ბრაიანტის ტრაგიკული სიკვდილი იწინასწარმეტყველა. „კობი ბრაიანტი სიცოცხლეს ვერტმფრენის დაცემის გამო დაასრულებს.” – წერს მომხმარებელი.

ბევრმა ივარაუდა, რომ პოსტი ფაბრიკაციას წარმოადგენდა, თუმცა ჟურნალისტმა მაიკ ბისლიმ „ტვიტერის“ თანამშრომელზე დაყრდნობით აღნიშნა, რომ ამ სოციალურ ქსელს თარიღის შეცვლის ფუნქცია არ გააჩნია.