„ტვიტერის“ ახალი აღმასრულებელი დირექტორი აცხადებს, რომ კომპანიაში რეორგანიზაცია იწყება
„ტვიტერის“ ახალი აღმასრულებელი დირექტორი აცხადებს, რომ კომპანიაში რეორგანიზაცია იწყება

სოციალურ ქსელ „ტვიტერის“ ახალი აღმასრულებელი დირექტორის, პარაგ აგრავალის განცხადებით, კომპანიაში რეორგანიზაცია იწყება. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას გამოცემა „ტექქრანჩი“ ავრცელებს.

„საინჟინრო, დიზაინისა და პროდუქტის განვითარების გუნდები სამ ახალ სფეროში გადანაწილდებიან იმის მიხედვი, თუ სად იყვნენ მანამდე სპეციალიზებული. ეს ახალი სფეროებია: სამომხმარებლო, საშემოსავლო და ტექნოლოგიური მიმართულებები.

გარდა ამისა, ცვლილებების ფარგლებში, წლის ბოლომდე კომპანიას დატოვებენ მთავარი ინჟინერი მაიკლ მონტანო და მთავარი დიზაინერი დანტლი დევისი.

პარაგ აგრავალმა მის მიერ მიღებული გადაწყვეტილება თანამშრომლებს შორის პასუხისმგებლობის დონის ამაღლებისა და დავალებების უფრო სწრაფად შესრულების, ასევე გადაწყვეტილებების უფრო მკაფიოდ მიღების აუცილებლობით განმარტა.

„ტვიტერმა“ უკვე დაადასტურა კომპანიის სტრუქტურაში შეტანილი ყველა ცვლილება და ამის შესახებ აშშ-ის ფასიანი ქაღალდების ფედერალურ კომისიას აცნობა.

დატოვე კომენტარი