თვის საუკეთესო ზედიზედ მესამედ - კვარაცხელია „რუბინის“ გულშემატკივრებმა ისევ გამოარჩიეს
თვის საუკეთესო ზედიზედ მესამედ - კვარაცხელია „რუბინის“ გულშემატკივრებმა ისევ გამოარჩიეს

ხვიჩა კვარაცხელია ყაზანის „რუბინის” ოქტომბრის თვის საუკეთესო ფეხბურთელია – ინფორმაციას კლუბის ტვიტერის ოფიციალური გვერდი აქვეყნებს.

ყაზანური კლუბი „რუბინის“ თვის საუკეთესო ფეხბურთელს გულშემატკივრების გამოკითხვის საფუძველზე ირჩევს. ოქტომბრის თვეში საქართველოს ნაკრების 19 წლის თავდამსხმელი საუკეთესოდ ფანების უმრავლესობამ დაასახელა.

ხვიჩამ მიიღო ხმების 42%, მეორე ადგილზე მოსკოვის „სპარტაკიდან“ იჯარით დამატებული სოლტმურად ბაკაევია – 23%., ხოლო მესამეზე მესამე არის ყაზანელთა სერბი თავდდამსხმელი ჯორჯ დესპოტოვიჩი – 17%.

აღსანიშნავია, რომ ხვიჩა კვარაცხელია ყაზანის „რუბინის“ გულშემატკივრებმა საუკეთესოდ ზედიზედ მესამედ დაასახელეს.