თვის საუკეთესო კალათბურთელის ჯილდოს მიღება შერმადინმა „ხუვენტუდთან“ გამარჯვებით აღნიშნა [ვიდეო] #1TVSPORT

გიორგი შერმადინს ისტორიული ჯილდო ესპანეთის ჩემპიონატის მორიგი ტურის მატჩის დაწყებამდე გადასცეს. შეგახსენებთ, რომ „ტენერიფეს“ ქართველი ცენტრი გახდა ესპანური ლიგის ისტორიაში პირველი კალათბურთელი, რომელმაც თვის საუკეთესო მოთამაშის (MVP) პრიზი 11-ჯერ მოიგო. ეს უნიკალური შედეგი შერმადინმა იანვრის თვის MVP-ის ტიტულის მოგებით დააფიქსირა, როცა მან ლეგენდარულ არვიდას საბონისს და ტანოკა ბერდს გადაასწრო.

ისტორიული ჯილდო შერმადინს კარმელო კაბრერამ გადასცა, რომელიც ესპანეთის ჩემპიონატის 10-გზის გამარჯვებულია. ქართველმა ცენტრმა მიღებული ჯილდო შესაბამისად აღნიშნა და მატჩის MVP გახდა. ტენერიფელთა მეტოქე ბადალონასხუვენტუდი“ იყო, რომელსაც შერმადინის წინამძღოლობით კუნძულელებმა იოლად – 85:68 მოუგეს.

ქართველმა ცენტრმა მოედანზე 24 წუთი გაატარა, 19 ქულა, 7 მოხსნა და 1 დაფარება დააგროვა. მან 7-დან 5 ორქულიანი და 10-დან 9 საჯარიმო ჩააგდო. გიორგის შედეგი ორივე გუნდის შემადგენლობაში საუკეთესო იყო და ის დამსახურებულად გახდა მატჩის MVP.

15 გამარჯვებითა და 6 მარცხით „ტენერიფე“ ესპანურ ლიგაში მე-4 ადგილზეა. მომდევნო მატჩს კი 18 მარტს, სტუმრად, „ობრადორიოსთან“ გამართავს.