TuttoMercato – საბა გოგლიჩიძის შეძენა „ლაციოს“ და კიდევ რამდენიმე იტალიურ კლუბს სურს #1TVSPORT
TuttoMercato – საბა გოგლიჩიძის შეძენა „ლაციოს“ და კიდევ რამდენიმე იტალიურ კლუბს სურს #1TVSPORT

საბა გოგლიჩიძით იტალიის სერია A-ს გუნდები დაინტერესდნენ, – „ემპოლისა“ და საქართველოს ეროვნული ნაკრების ახალგაზრდა მცველზე ინფორმაციას იტალიური გამოცემა TuttoMercato ავრცელებს.

„ჩვენი ცნობით, „ლაციომ“, ისევე როგორც „რომამ“, „ფიორენტინამ“ და „პარმამ“ სერია B-ში ახლახან დაქვეითებულ „ემპოლის“ მიმართეს 2004 წელს დაბადებული მცველის, საბა გოგლიჩიძის ტრანსფერის თაობაზე.

ამ ეტაპზე ტოსკანურ კლუბს ოფიციალური შეთავაზება ჯერ არცერთი კლუბისგან მიუღია, თუმცა აღნიშნული კლუბები ყურადღებით აკვირდებიან ქართველ მოთამაშეს“, – წერს გამოცემა.

რაც შეეხება სავარაუდო სატრანსფერო თანხას, TuttoMercato-ს ინფორმაციით, „ემპოლი“ გოგლიჩიძეს 7-დან 8 მილიონ ევრომდე აფასებს.