Tuttocampo - საბა გოგლიჩიძისადმი ინტერესს „პარმაც“ იჩენს #1TVSPORT
Tuttocampo - საბა გოგლიჩიძისადმი ინტერესს „პარმაც“ იჩენს #1TVSPORT

საბა გოგლიჩიძის დამატება „პარმას“ სურს – ინფორმაციას იტალიური გამოცემა Tuttocampo ავრცელებს.

„სერია A-ს ახალი სეზონისთვის „პარმა“ დაცვის გაძლიერებას ცდილობს. ყველაზე დიდი ინტერესით გუნდში თვალყურს საბა გოგლიჩიძეს ადევნებენ, 2004 წელს დაბადებულ ახალგაზრდა ქართველ ტალანტს, რომლის ტრანსფერიც „ემპოლის“ ეკუთვნის.

მცველმა, რომელმაც წელს შესანიშნავი სეზონი ჩაატარა, ფიზიკური მონაცემებისა და ჯერაც გამოუყენებელი პოტენციალის წყალობით რამდენიმე იტალიური კლუბის ყურადღება მიიპყრო. მზარდი ინტერესის გათვალისწინებით, „ემპოლი“ მის სანაცვლოდ ტრანსფერში დაახლოებით 7-8 მილიონ ევროს ითხოვს.

თუმცა, კონკურენცია დიდია – „რომა“, „იუვენტუსი“, „მილანი“, „ლაციო“, „ბოლონია“ და „უდინეზეგოგლიჩიძეს უკვე აკვირდებიან. თუმცა, საამისოდ ჯერჯერობით არცერთ მათგანს სერიოზული ნაბიჯი არ გადაუდგამს. ამიტომ „პარმას“ აქვს შესაძლებლობა, ყველას აჯობოს“, – ამტკიცებს იტალიური გამოცემა.