თუშიშვილმა უზბეკი იუსუპოვი დაამარცხა და მსოფლიო ჩემპიონატზე ბრინჯაოსთვის იჭიდავებს​​ [ვიდეო] #1TVSPORT

ტაშკენტში მიმდინარე მსოფლიო პირველობაზე ინდივიდუალური ასპარეზობების ბოლო დღეს, ბრინჯაოს მედლის მოპოვების კარგი შანსი აქვს გურამ თუშიშვილს (+100 კგ).

იგი მეოთხედფინალამდე წარმატებულად ასპარეზობდა, მაგრამ ნახევარფინალში გასასვლელ დაპირისპირებაში კუბელ ენდი გრანდასთან გდება გაუშვა და იპონით დამარცხდა.

თუშიშვილმა ბრინჯაოს მედლისთვის ბრძოლა რეპეშაჟიდან განაგრძო, სადაც უზბეკი იუსუპოვი იპონით დაამარცხა და ფინალურ ბლოკში მესამე ადგილისთვის იჭიდავებს.

მსოფლიო პირველობაზე გამომსვლელი მეორე ძიუდოისტი, სოფიო სომხიშვილი (+78 კგ) ტურნირს ადრეულ ეტაპზე გამოეთიშა.

შეგახსენებთ, რომ ექვსი საშეჯიბრო დღის შემდეგ ჩვენი ნაკრების ანგარიშზე ერთი ოქროსა და ორი ბრინჯაოს მედალია. მსოფლიო ჩემპიონი ტატო გრიგალაშვილი (81 კგ) გახდა, ტურნირზე მესამე ადგილები კი ლაშა ბექაურმა და ლუკა მაისურაძემ (ორივე 90 კგ) დაიკავეს.