თუშიშვილი ნახევარფინალშია - გურამი ფინალის საგზურისთვის ბაშაევთან იჭიდავებს [ვიდეო] #1TVSPORT

ტოკიო 2020-ის ოლიმპიურ თამაშებზე, ძიუდოისტთა ტურნირის ბოლოს წინა დღეს მძიმეწონოსანი გურამ თუშიშვილი ასპარეზობს. მეოთხედფინალში ქართველი ბრაზილიელ რაფაელ სილვას შეხვდა და მეტოქე დამატებით დროში გაფრთხილებებით დაამარცხა.

შეგახსენებთ, რომ თუშიშვილმა პირველი წრე გამოტოვა, მეორე ეტაპზე კი გურამი ტაჯიკ ტემურ რახიმოვს შეხვდა და დაძაბულ ბრძოლაში სუფთა გამარჯვებით დაამარცხა.

1/8 ფინალი

თუშიშვილი VS რახიმოვი

ქართველი მძიმეწონოსანი ნახევარფინალში რუს ტამირლან ბაშაევთან იჭიდავებს, რომელმაც მეოთხედფინალში სენსაციურად ტურნირის მთავარი ფავორიტი, ორგზის ოლიმპიური ჩემპიონი, ფრანგი ტედი რინერი დამატებით დროში დაამარცხა.

უძველეს სპორტულ ღონისძიებაზე საქართველოს ნაკრების ანგარიშზე უკვე ერთი ოქროსა და ორი ვერცხლის მედალია. ოლიმპიადის გამარჯვებული 21 წლის ძიუდოისტი ლაშა ბექაურია, ვერცხლის მედლები კი ვაჟა მარგველაშვილმა და ლაშა შავდათუაშვილმა მოიპოვეს.

ოლიმპიური თამაშების პირდაპირ ტელერეპორტაჟებს პირველი არხი და ტელესკოლა გთავაზობთ. ფინალური ბლოკი 12:00 საათზე დაიწყება.