თუშიშვილი ნახევარფინალში, სულამანიძე და ბექაური მეოთხედფინალში იჭიდავებენ [ვიდეო] #1TVSPORT
თუშიშვილი ნახევარფინალში, სულამანიძე და ბექაური მეოთხედფინალში იჭიდავებენ [ვიდეო] #1TVSPORT

ლისაბონში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატზე ძიუდოში ბოლო დღეს ტატამზე შვიდი ქართველი ძიუდოსტი გამოვიდა, საიდანაც მედლებისთვის ბრძოლას ხუთი მათგანი აგრძელებს.

90 კგ-ში ახალგაზრდა ლაშა ბექაურმა მეორე შეხვედრაც სუფთა გამარჯვებით მოიგო და მეოთხედფინლაში სერბ ნემანია მაჟდოვს შეხვდება.

100კგ წონით კატეგორიაში ბრწყინვალე ასპარეზობას აგრძელებს ილია სულამანიძე. მეორე წრეში მან ხორვატი მეტოქე ულამაზესი ილეთით დაამარცხა და ნახევარფნალური საგზურისთვის ზელიმ კოტსოევს დაუპირისპირდება.

ქართველი მძიმეწონოსანი გურამ თუშიშვილი ტურნირის ნახევარფინალშია, სადაც რუს ინალ ტასოევს შეხვდება. ლევან მატიაშვილი რეპეჟაში დამარცხდა და კონტინენტის პირველობას გამოეთიშა. შეგახსენებთ, რომ კონტინენტის პირველობის პირველ დღეს, 66კგ-ში ვაჟა მარგველაშვილმა ვერცხლის მედალი მოიპოვა. მეორე დღე კი ჩვენი ძიუდოისტებისთვის წარუმატებელი აღმოჩნდა.

წინასწარი შეხვედრები თბილისის დროით 13:00 საათზე, ფინალური ბლოკი კი 19:00 საათზე დაიწყება. ევროპის ჩემპიონატის ფინალური ბლოკის პირდაპირ რეპორტაჟებს საქართველოს პირველი არხი და ტელესკოლა შემოგთავაზებთ.