თუშიშვილი და ლიპარტელიანი მსოფლიოს რეიტინგის სათავეში
თუშიშვილი და ლიპარტელიანი მსოფლიოს რეიტინგის სათავეში

ძიუდოს საერთაშორისო ფედერაციამ 2018 წლის სეზონის ბოლო ტურნირის – „გუანჯოუს მასტერსის“ შედეგები შეაჯამა და მსოფლიოს განახლებული რეიტინგი გამოაქვეყნა, მამაკაცთა და ქალთა შვიდ-შვიდ წონით კატეგორიაში. მამაკაცებში საქართველოს ნაკრების წევრების უმეტესობა მაღალ საფეხურებზე იმყოფებიან.

შვიდი წონიდან ორში სწორედ ქართველი ძიუდოისტები პირველ ადგილზე არიან. 100 კილოგრამის ლიდერი ვარლამ ლიპარტელიანია. +100 კილოგრამის – გურამ თუშიშვილი. თავიანთ წონაში მეორე ადგილზე ამირან პაპინაშვილი (60 კგ.), ვაჟა მარგველაშვილი (66 კგ.) და ლაშა შავდათუაშვილი (73 კგ.) არიან.

ძიუდოისტების მიერ დაგროვებული ქულების მიხედვით, საერთაშორისო ფედერაციამ ყველა წონის გაერთიანებული ათეულიც გამოაქვეყნა, რომელშიც საუკეთესო მაჩვენებელი თუშიშვილს აქვს. მეორე საფეხურს კი ლიპარტელიანი იკავებს. მესამეზე კი ესპანეთის სახელით მოასპარეზე ქართველი ნიკოლოზ შერაზადაშვილია. საუკეთესო ათეული ასე გამოიყურება –

1. გურამ თუშიშვილი (100+) საქართველო – 8102
2. ვარლამ ლიპარტელიანი (100) საქართველო – 7408
3. ნიკოლოზ შერაზადიშვილი (90) ესპანეთი – 7166 4.საეიდ მოლაეი (81) ირანი-6394 5. ჩენგრიმ ენი (73), კორეა – 6280
6. რობერტ მშვიდობაძე (60), რუსეთი – 6176
7. ჰიფუმი აბე (66), იაპონია – 6050
8. ამირან პაპინაშვილი (60), საქართველო – 6026
9. ვაჟა მარგველაშვილი (66), საქართველო – 5780
10. კრისტიან ტოთი (90), უნგრეთი – 5749