ბათუმის „დინამომ“ თურქულ შეკრებაზე საკონტროლო შეხვედრები დაგეგმა – ინფორმაციას ბათუმელთა ოფიციალური ვებ-გვერდი აქვეყნებს.
საქართველოს ვიცე-ჩემპიონი 21 იანვრამდე თბილისში ივარჯიშებს, 22 იანვარს კი თურქეთში პირველ შეკრებაზე გაემზავრება. ანთალიაში გია გეგუჩაძის გუნდი სამ სპარინგ-მატჩს გამართავს: 25 იანვარს ბათუმელები კრაკოვის „ვისლას“ შეხვდებიან, 29-ში – სერბულ „რადნიჩკის“, მესამე მეტოქის ვინაობა კი უახლოეს დღეებში გაირკვევა.
სპარინგებით უფრო დარტვირთული დასკვნითი შეკრება იქნება, რომელიც თებერვალში გაიმართება – გია გეგუჩაძის გუნდი 4 ან 5 ამხანაგურ ტესტ-მატჩს ჩაატარებს.
თურქეთში გამგზავრებამდე ბათუმელებმა საკონტროლო შეხვედრა თბილისშიც დაგეგმეს: 20 იანვარს გუნდი დავით პეტრიაშვილის სახელობის არენაზე გორის „დილას“ შეხვდება.