თურქული პრესა – „ფენერბახჩემ“ ზიდანთან წინასწარ შეთანხმებას მიაღწია #1TVSPORT

18:18, 06.09.2025

მადრიდის „რეალის“ ყოფილმა მთავარმა მწვრთნელმა, ზინედინ ზიდანმა, შესაძლოა, კარიერა თურქეთის „ფენერბახჩეში“ გააგრძელოს.

როგორც ადგილობრივი გამოცემა Sabah Spor-ი იტყობინება, სტამბოლურმა კლუბმა უკვე მიაღწია შეთანხმებას ფრანგ სპეციალისტთან.

წყაროს ცნობით, ზიდანი თურქეთში ჩავა ხელფასზე და კონტრაქტის დეტალებზე მოლაპარაკებების დასრულების შემდეგ.

„ფენერბახჩეს“ ბოლო მწვრთნელი იყო ჟოზე მოურინიო, რომელიც აგვისტოს ბოლოს გაანთავისუფლეს.

მსგავსი