თურქული მედიის ინფორმაციით, უახლოეს დღეებში თურქეთს, უკრაინას, რუსეთსა და გაერო-ს შორის შესაძლოა, შეხვედრა გაიმართოს
თურქული მედიის ინფორმაციით, უახლოეს დღეებში თურქეთს, უკრაინას, რუსეთსა და გაერო-ს შორის შესაძლოა, შეხვედრა გაიმართოს

ჰუმანიტარულ საკითხებზე საკონტაქტო ჯგუფის ფარგლებში, თურქეთს, უკრაინას, რუსეთსა და გაერო-ს შორის უახლოეს დღეებში შესაძლოა, შეხვედრა გაიმართოს, – ამის შესახებ თურქული ტელეკომპანია TRT Haber საკუთარ დიპლომატიურ წყაროებზე დაყრდნობით იტყობინება.

არსებული ცნობებით, გაერო-ს აქვს წინადადება ჰუმანიტარული საკონტაქტო ჯგუფის შექმნის თაობაზე და თურქეთს, უკრაინას, რუსეთსა და გაერთიანებული ერების ორგანიზაციას შორის მოლაპარაკებები შესაძლოა, ამ კონტექსტში უახლოეს დღეებში გაგრძელდეს. მხარეებს შორის შეიძლება ტექნიკური შეხვედრები გაიმართოს, – ნათქვამია ტელეკომპანიის ინფორმაციაში.

TRT Haber-ის დიპლომატიურმა წყაროებმა ცეცხლის შეწყვეტის თაობაზე მოლაპარაკებების ფარგლებში უსაფრთხოების გარანტიებზეც გაამახვილეს ყურადღება.

„ითქვა, რომ გაერო-ს უშიშროების საბჭოს მუდმივ წევრ „ხუთეულთან“ და მათთან დაკავშირებულ რამდენიმე ქვეყანასთან მოლაპარაკება გრძელდება. ვარაუდობენ, რომ ამ ქვეყნებს მხარეებისთვის წინადადებები ჯერ არ შეუთავაზებიათ“, – ნათქვამია ინფორმაციაში.

დატოვე კომენტარი