თურქული მედიის ინფორმაციით, იგორ კოკოშკოვი ევროლიგის ერთ-ერთ წამყვან გუნდს, „ანადოლუ ეფესს“ გაწვრთნის #1TVSPORT
თურქული მედიის ინფორმაციით, იგორ კოკოშკოვი ევროლიგის ერთ-ერთ წამყვან გუნდს, „ანადოლუ ეფესს“ გაწვრთნის #1TVSPORT

საქართველოს ნაკრების ყოფილი დამრიგებელი იგორ კოკოშკოვი „ანადოლუ ეფესის“ მთავარი მწვრთნელი გახდება, – ინფორმაციას თურქული მედია ავრცელებს.

როგორც ცნობილი ხდება, კალათბურთის სლოვენიელი სპეციალისტი თურქულ კლუბს სამწლიან ხელშეკრულებაზე უკვე შეუთანხმდა.

კონტრაქტზე ხელის მოწერის ოფიციალური ცერემონია, მედიის ინფორმაციით, მას შემდეგ შედგება, რაც სეზონი დასრულდება და „ეფესი“ ამჟამინდელ მწვრთნელს დაემშვიდობება.

კოკოშკოვი საქართველოს ნაკრებს 2008-2015 წლებში ავარჯიშებდა და მისი ხელმძღვანელობით ეროვნულმა გუნდმა სამჯერ ითამაშა ევრობასკეტზე. სანაკრებო დონეზე მას ყველაზე დიდი წარმატება სლოვენიასთან ერთად ჰქონდა, როდესაც 2017 წელს ევროპის ჩემპიონატი მოიგო.