თურქული მედიის ინფორმაციით, „ფენერბახჩე“ თორნიკე შენგელიას დამატებასთან ახლოს არის #1TVSPORT

14:32, 23.07.2026

საქართველოს ეროვნული ნაკრების კაპიტანმა, თორნიკე შენგელიამ, შესაძლოა, კარიერა თურქული კალათბურთის გრანდში, „ფენერბახჩეში“ გააგრძელოს, – ინფორმაციას თურქული მედია ავრცელებს.

შენგელიას ასევე უკავშირებენ ევროლიგის სხვა კლუბებს – „დუბაი ბასკეტს“, „ოლიმპიაკოსსა“ და „პარტიზანს“, თუმცა ტრანსფერთან ყველაზე ახლოს სწორედ „ფენერბახჩეა“.

34 წლის ქართველმა კალათბურთელმა გასული სეზონი „ბარსელონაში“ გაატარა და გუნდის ერთ-ერთი საუკეთესო მოთამაშე იყო. მოქმედი კონტრაქტი მას კლუბთან 2028 წლამდე აკავშირებს, თუმცა ერთი მილიონი ევროს გადახდის შემთხვევაში თავისუფალი აგენტი გახდება და მასთან ხელშეკრულების გაფორმება ნებისმიერ კლუბს შეეძლება.

თორნიკე შენგელია 2025/2026 წლის სეზონში ევროლიგაში საშუალოდ 12.5 ქულას, 4.5 მოხსნას და 2.7 შედეგიან გადაცემას აგროვებდა.

მსგავსი