თურქული მედიის ცნობით, სტამბოლში ჩეჩენ და ქართველ მოქალაქეებს შორის შეიარაღებულ დაპირისპირებას ორი ადამიანი ემსხვერპლა

11:04, 01.04.2021

თურქული მედიის ინფორმაციით, სტამბოლში ჩეჩენ და ქართველ მოქალაქეებს შორის შეიარაღებულ დაპირისპირებას ორი ადამიანი ემსხვერპლა. თურქული გამოცემა „ჰურიეთის“ ცნობით, ინციდენტი ბაშაქშეჰირში მოხდა.

ჟურნალისტების ინფორმაციით, დაპირისპირების დროს ორი ადამიანი დაიჭრა. ერთ-ერთი მათგანი საავადმყოფოშია გადაყვანილი და მისი მდგომაროება მძიმეა.

დაპირისპირება მაღაზიასთან დაიწყო და ჩხუბში 10-მდე ადამიანი მონაწილეობდა. ერთ-ერთმა მამაკაცმა ცეცხლი გახსნა, შემდეგ კი ადგილიდან მიიმალა.

გამოძიების ცნობით, ჩხუბი ორ დაპირისპირებულ ჯგუფს შორის ვალის გამო მოხდა. ამჟამად დაღუპულების იდენტიფიცირების პროცესი მიმდინარეობს.

მსგავსი