თურქული მედია - „გალათასარაიმ“ „ლიონთან“ მიქაუტაძის თაობაზე მოლაპარაკება დაიწყო #1TVSPORT
თურქული მედია - „გალათასარაიმ“ „ლიონთან“ მიქაუტაძის თაობაზე მოლაპარაკება დაიწყო #1TVSPORT

გიორგი მიქაუტაძე „გალათასარაის“ სატრანსფერო გეგმებშია, თუმცა ქართველი ერთადერთი კანდიდატი არაა, – ამის შესახებ ინფორმაციას Transfermarkt-ის თურქული ბიურო ავრცელებს.

„გალათასარაის“ სატრანსფერო ფანჯრის მოახლოებასთან ერთად ტურბულენტური დღეები ელის. მთელი სეზონის განმავლობაში ხშირად გვესმის ჯონ არიასზე, ასევე პაულო დიბალაზე, გიფტ ორბანზე, გიორგი მიქაუტაძესა და მცველ მილან შკრინიარზე, რომელთა სახელები სატრანსფერო დღის წესრიგშია. ზამთარში გუნდი ფეხბურთელების დამატებას გეგმავს.

ანუ საუბარია როგორც მცველებზე, ასევე – შემტევებზე. ჟურნალისტ იაგიზ საბუნჩუოღლუს ცნობით, „გალათასარაიმ“ დაიწყო მიქაუტაძისა და გიფტ ორბანის ირგვლივ არსებული პრობლემების შესწავლა. „ყვითელ-წითლები“ ამ ორი მოთამაშიდან ერთის დამატებას აპირებენ და უკვე დაიწყეს მოლაპარაკებები როგორც ფეხბურთელებთან, ასევე მათ კლუბებთან.

Relevo-ს ცნობით, ორბანს „ჰოფენჰაიმიც“ იწვევს და ამტკიცებენ, რომ გერმანული კლუბი ფეხბურთელის შეძენასთან ძალიან ახლოსაა. ამავე დროს, ცნობილია, რომ პაულო დიბალას სურს „გალათასარაიში“ თამაში. იტალიაში უკვე გავრცელდა ინფორმაცია, თითქოს „რომას“ ხელმძღვანელობა შეხვდება დიბალას აგენტს, რომელიც ცოტა ხნის წინ სტამბოლში ჩავიდა, რათა „გალათასარაი“ მატჩი ადგილზე ენახა“, – წერს Transfermarkt-ი.