თურქული მედია - მამაკაცი ანკარაში ისრაელის საელჩოში ტრაქტორის საშუალებით შეღწევას ცდილობდა
თურქული მედია - მამაკაცი ანკარაში ისრაელის საელჩოში ტრაქტორის საშუალებით შეღწევას ცდილობდა

ანკარაში მამაკაცი ისრაელის საელჩოში ტრაქტორის საშუალებით შეღწევას და პროტესტის გამართვას ცდილობდა. საინფორმაციო სააგენტო Anadolu-ის ცნობით, 45 წლის მამაკაცი ქუჩაში რამდენიმე ავტომობილს დაეჯახა. ის სამართალდამცველების მოწოდებას არ დაემორჩილა, რის გამოც პოლიცია იძულებული გახდა ცეცხლი გაეხსნა. ეჭვმიტანილი ფეხის არეში დაიჭრა.

Anadolu-ს მიხედვით, ინციდენტის აღმოფხვრის შემდეგ ეჭვმიტანილმა სამართალდამცველებს განუცხადა, რომ  ისრაელის საელჩოში პროტესტის გამართვას გეგმავდა. თუმცა თურქი მაღალჩინოსნები აცხადებენ, რომ დაკავებულის ქმედებას ისრაელის დიპლომატიურ მისიასთან კავშირი არ ჰქონია. ის დემონსტრაციის გამართვას თურქეთის ერთ-ერთი სამინისტროს შენობასთან აპირებდა. ამასთან, ინციდენტი არა საელჩოსთან, არამედ საელჩოს რეზიდენციასთან ახლოს მოხდა.