თურქული გამოცემა - საბა ლობჟანიძე „ქარაგუმრუკს“ შეუთანხმდა, სადაც ზაფხულამდე ითამაშებს #1TVSPORT
თურქული გამოცემა - საბა ლობჟანიძე „ქარაგუმრუკს“ შეუთანხმდა, სადაც ზაფხულამდე ითამაშებს #1TVSPORT

თურქულმა გამოცემა milliet-მა საბა ლობჟანიძის ტრანსფერთან დაკავშირებით საქართველოს პირველი არხის ინფორმაცია დაადასტურა, რომლის მიხედვითაც, საქართველოს ნაკრების შემტევი ნახევარმცველი „ჰატაისპორიდან“ „ქარაგუმრუკში“ გადავა.

„მიწისძვრის შემდეგ თურქეთის სუპერლიგიდან გასული „ჰატაისპორის“ ქართველი ფეხბურთელის, საბა ლობჟანიძის ახალი გუნდი ცნობილია. შევიტყვეთ, რომ ის სეზონის ბოლომდე თურქეთის სუპერლიგის „ქარაგუმრუკის“ მაისურს მოირგებს.

ჰატაისპორის“ 28 წლის ფეხბურთელმა „ქარაგუმრუკთან“ შეთანხმებას მას შემდეგ მიაღწია, რაც გადაწყდა, რომ თურქეთში მომხდარი მიწისძვრის შემდეგ მისი გუნდი სუპერლიგაში თამაშს ვეღარ გააგრძელებდა. საბა ლობჟანიძე ახალი კლუბში სეზონის ბოლომდე ითამაშებს“, – წერია თურქული გამოცემის მიერ გავრცელებულ ცნობაში.

მიმდინარე სეზონში ქართველმა ფეხბურთელმა „ჰატაისპორში“ 21 მატჩი ჩაატარა, 1 გოლი გაიტანა და 4 საგოლე გადაცემა გააკეთა. „ტრანსფერმარკტზე“ საბა ლობჟანიძის ამჟამინდელი საბაზრო ღირებულება 3 მილიონ 300 ათასი ევროა.

ლობჟანიძე „დინამო თბილისის“ აკადემიის აღზრდილია. ასევე უთამაშია საჩხერის „ჩიხურაში“, დანიურ „რანდერსსა“ და თურქულ „ანკარაგუჯუში“. ქართველ ფეხბურთელს „ჰატაისპორთან“ კონტრაქტი 2024 წლის 30 ივნისს ეწურება.