თურქული გამოცემა - „ფენერბახჩეს“ ლობჟანიძის დამატება სურს, ესაუბრა გუნდს და მენეჯერს #1TVSPORT
თურქული გამოცემა - „ფენერბახჩეს“ ლობჟანიძის დამატება სურს, ესაუბრა გუნდს და მენეჯერს #1TVSPORT

საბა ლობჟანიძე „ფენერბახჩეს“ სატრანსფერო სიაშია – ინფორმაციას თურქული გამოცემა „ასპორტი“ ავრცელებს.

„ფენერბაჰჩე“ ახალი სეზონისთვის ტრანსფერების განხორციელებას დიდი დაკვირვებით ცდილობს. გავრცელდა ინფორმაცია, რომ სტამბოლის გუნდის სიაში სუპერლიგის ბევრი მოთამაშეა. „ყვითელ-ლურჯებს“ თურქეთის სუპერლიგის 11 ფეხბურთელი მოხვდა – 8 ადგილობრივი და 3 უცხოელი. კლუბი ამ ფეხბურთელების მენეჯერებსა და გუნდებს დაუკავშირდა. ახალი ამბების თანახმად, „ფენერბაჰჩეს“ ხელმძღვანელობისთვის უკვე ცნობილია, რომ კლუბის მოთამაშეების გადაბირებას აპირებენ“, – წერს გამოცემა.

მიმდინარე სეზონს საბა ლობჟანიძე „ჰატაისპორში“ შესანიშნავად ატარებს – მის ანგარიშზე 8 გოლი და 8 საგოლე გადაცემაა. სამი გოლი თურქულ გრანდს, „გალათასარაის“ გაუტანა, ხოლო ორი – „ბეშიქთაშს“.

შედეგად, საბა ლობჟანიძის სატარანსფერო შეფასება „ტრანსფერმარკტმა“ განაახლა და ყველაზე ძვირადღირებულ ქართველ ფეხბურთელთა სამეულშია – გერმანულმა სამენეჯერო ინტერნეტ-პორტალმა ქართველი შემტევის ფასი 3.7 მილიონი ევროდან 4.5 მილიონამდე გაიზარდა.

ყველაზე ძვირადღირებულ ქართველ ფეხბურთელთა რეიტინგში ლობჟანიძე მხოლოდ ხვიჩა კვარაცხელიას (16 მლნ) და გიორგი მამარდაშვილს (5 მლნ) ჩამორჩება.