თურქული გამოცემა - აზაროვზე მოლაპარაკება შეფერხდა, მაგრამ არ ჩაშლილა #1TVSPORT
თურქული გამოცემა - აზაროვზე მოლაპარაკება შეფერხდა, მაგრამ არ ჩაშლილა #1TVSPORT

თურქული გამოცემა „ფანატიკის“ ცნობით, ირაკლი აზაროვის „ტრაბზონსპორში“ გადასვლა შეფერხდა, მაგრამ კლუბი საკითხის მოგვარებას და ტრანსფერის განხორციელებას მაინც ცდილობს.

ამ ინფორმციიდან ერთი ამბავი გაირკვა – კლუბის წარმომადგენლები პირობებზე ფეხბურთელს შეუთანხმდნენ, ხოლო ბათუმის „დინამოს“ საკონტრაქტო თანხაზე ვერ მოელაპარაკნენ.

„მოლაპარაკების დროს „ტრაბზონსპორი“ შეუთანხმდა ბათუმის „დინამოს“ ირაკლი აზაროვის ტრანსფერზე, მაგრამ ბოლოს მაინც პრობლემა შეიქმნა. ცნობილი გახდა, რომ ფეხბურთელი ტრაპიზონში კონტრაქტის გასაფორმებლად ჩავიდა, მაგრამ ბათუმის „დინამომ“ ბოლო მომენტში აზაროვის ფასი გააძვირა. ოფიციალური ხელმოწერა ამიტომ ვერ მოხერხდა“, – ამტკიცებს თურქული გამოცემა.

ფანატიკის“ ცნობით, მოლაპარაკება არ ჩაშლილა, რასაც სხვა მედიასაშუალებები აცხადებენ:

„ბათუმის „დინამომ“ 19 წლის ქართველი მარცხენა მცველის საბუთების „ტრაბზონსპორში“ გაგზავნის შემდეგ ფეხბურთელის სატრანსფერო ღირებულება გაზარდა. ამის გამო, აზაროვის ტრანსფერი ამ დროისთვის არ განხორციელებულა, თუმცა მოლაპარაკება მაინც გრძელდება და „ტრაბზონსპორის“ ხელმძღვანელები ცდილობენ საკითხის მოგვარებას და კონტრაქტის გაფორმებას“.

ირაკლი აზაროვმა, რომელსაც ბათუმის „დინამოსთან“ კონტრაქტი 2022 წლის 31 დეკემბერს ეწურება, დასრულებულ სეზონზე ეროვნული ლიგის საუკეთესო ახალგაზრდად დასახელდა და წლის სიმბოლურ ნაკრებში შეიყვანეს.