თურქული ფეხბურთის ლეგენდა რუშთუ რექბერი კორონავირუსის გამო კრიტიკულ მდგომარეობაშია
თურქული ფეხბურთის ლეგენდა რუშთუ რექბერი კორონავირუსის გამო კრიტიკულ მდგომარეობაშია

„ბარსელონასა“ და თურქეთის ნაკრების ყოფილი მეკარე რუშთუ რექბერი კორონავირუსით დაინფიცირების შემდეგ კრიტიკულ მდგომარეობაშია. ამის შესახებ თურქულ პრესაზე დაყრდნობით გაზეთი „მარკა“ წერს.

იტყობინებიან, რომ ფეხბურთელის ყოფილ ცოლს კორონავირუსი ამერიკის შეერთეულ შტატებში შეეყარა. ქალი ორი კვირის წინ დაბრუნდა თურქეთში და უარყოფდა დაინფიცირებას.

46 წლის რექბერი ცნობილია „ფენერბაჰჩეში“, „ბეშიქთაშში“ და „ბარსელონაში“ გამოსვლით. ის რეკორდსმენია თურქეთის ნაკრებში ჩატარებული მატჩების რაოდენობით (120).