თურქული და ესპანური კლუბების წინააღმდეგ - კვარაცხელიას „ნაპოლიმ“ სპარინგები დაგეგმა #1TVSPORT
თურქული და ესპანური კლუბების წინააღმდეგ - კვარაცხელიას „ნაპოლიმ“ სპარინგები დაგეგმა #1TVSPORT

ხვიჩა კვარაცხელიას ახალი გუნდი, „ნაპოლი“ მოსამზადებელ ეტაპზე საკონტროლო შეხვედრებს გამართავს და ცნობილი გახდა, რომ იტალიურმა გუნდმა უკვე 6 მატჩი დაგეგმა.

შეკრების პირველ ეტაპზე (9-19 ივლისი) ლუჩანო სპალეტის გუნდმა ორი სპარინგი დაბალი ლიგის გუდნებთან დაგეგმა, შემდეგ კი ამხანაგური მატჩები გაცილებით ძლიერ მეტოქეებთან ელის.

დიმაროს შეკრების შემდეგ ნეაპოლიტანური გუნდი ოთხივე მატჩს ივლისისა ბოლოსა და აგვისტოს დასაწყისში გამართავს. ყველა ეს შეხვედრა კასტელ დი სანგროს „ტეოფილო პატინიზე“ გაიმართება.

ხვიჩა კვარაცხელია და მისი თანაგუნდელები 27 ივლისს ვინჩენცო მონტელას გაწვრთნილ თურქეთის სუპერლიგის „ადანა დემირსფორს“ შეხვდება, სადაც მარიო ბალოტელი თამაშობს. აღსანიშნავია, რომ ამ გუნდში გასულ სეზონში გიორგი ხაბულიანი ირიცხებოდა – საქართველოს 19-წლამდელთა ნაკრების თავდამსხმელი, რომელიც „თელავშის“ ფეხბურთელია.

„ნაპოლი“ შემდეგ ესპანურ გუნდებს დაუპირისპირდება – 31 ივლისს „მალიორკას“, 3 აგვისტოს – „ჟირონას“, ხოლო 6 აგვისტოს დასკვნით მატჩს „ესპანიოლთან“ ითამაშებს.