თურქულ შეკრებაზე „საბურთალომ“ მატჩები დაგეგმა - ტაბატაძე და სილა ტრავმირებულები არიან #1TVSPORT
თურქულ შეკრებაზე „საბურთალომ“ მატჩები დაგეგმა - ტაბატაძე და სილა ტრავმირებულები არიან #1TVSPORT

საფეხბურთო კლუბი „საბურთალო“ თურქეთის ქალაქ ბელექში გაემგზავრა, სადაც 15 თებერვლამდე მოემზადება და ამხანაგურ შეხვედრებს გამართავს.

თბილისური კლუბი შეკრებაზე ხუთ საკონტროლო მატჩს გამართავს. მეტოქეები უახლოეს პერიოდში დაზუსტდება. თუმცა, სათამაშო კალენდარი ცნობილია – 30 ან 31 იანვარი (ადგილი დაზუსტდება), 4, 7, 11 და 14 თებერვალი.

თურქულ შეკრებაზე არ იმყოფებიან იური ტაბატაძე და შეიკნე სილა, რომლებიც ტრავმირებულები არიან. თეთრაძემ დაიმატა მცველი ირაკლი კომახიძე და ნახევარმცველი ოლეგ მამასახლისი, რომლებიც ბოლოს ქობულეთის „შუქურაში“ თამაშობდნენ.

ომარ თეთრაძე შეკრებაზე შემდეგი შემადგენლობით გაემგზავრა:

მეკარეები: თორნიკე მეგრელიშვილი, ლუკა ლეჟავა, რევაზ კურტანიძე

მცველები: ცოტნე კაპანაძე, გიორგი ჯგერენაია, გია ჩადუნელი, ივა გელაშვილი, ჯემალ-გიორგი ჯინჯოლავა, საბა მამაცაშვილი, ირაკლი კომახიძე

ნახევარმცველები: ოთარ მამაგეიშვილი, გიზი მამაგეიშვილი, შოთა ნონიკაშვილი, ნიკა დადიანი, ზაზა ციცქიშვილი, ლაშა პარუნაშვილი, ლევან ნონიკაშვილი, თორნიკე ასკურავა, ბაქარ ქარდავა, ლუკა სილაგაძე, ოლეგ მამასახლისი

თავდამსხმელები: გურამ გოშთელიანი, ირაკლი სიხარულიძე