თურქმენეთის პრეზიდენტის გარდაცვალებასთან დაკავშირებით ჭორების გავრცელების ბრალდებით სამი ადამიანი დააკავეს
თურქმენეთის პრეზიდენტის გარდაცვალებასთან დაკავშირებით ჭორების გავრცელების ბრალდებით სამი ადამიანი დააკავეს

თურქმენეთის პრეზიდენტის, გურბანგული ბერდიმუჰამედოვის გარდაცვალებასთან დაკავშირებით ჭორების გავრცელების ბრალდებით სამი ადამიანი დააკავეს.

თურქმენეთის მედიის ინფორმაციით, პოლიციის ოპერაციის შედეგად, სამი ეჭვმიტანილი ლებაპსკის ვილაიეთში დააკავეს, რომლებსაც ქვეყანაში ვითარების დესტაბილიზაციის გამომწვევი ჭორების გავრცელება ედებათ ბრალად.

ბერდიმუჰამედოვის დაღუპვაზე ინფორმაციის გავრცელების შემდეგ, კონტრპროპაგანდა ქვეყნის კულტურის სამინისტროს დაევალა, რის შემდეგაც „ინსტაგრამში“ კულტურის სფეროს ცნობილი წარმომადგენლების მონაწილეობით ვიდეორგოლები გამოჩნდა, რომლებმაც მოსახლეობას მოუწოდეს, არ დაეჯერებინათ „სამშობლოს მოღალატეების“ მიერ გავრცელებული ჭორები.

თურქმენეთის პრეზიდენტის დაღუპვის შესახებ ინფორმაცია პირველად 20 ივლისის ღამეს გავრცელდა.