თურქეთთან მატჩის დაწყებამდე ნიკა კვეკვესკირი დიდი ფეხბურთიდან გააცილეს #1TVSPORT
საქართველოს და თურქეთის ნაკრებების შეხვედრის დაწყებამდე „დინამო არენაზე“ ნიკა კვეკვესკირი დიდი ფეხბურთიდან გააცილეს.
ეროვნული გუნდის ყოფილ ვიცე-კაპიტანს საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტმა, ალექსანდრე იაშვილმა სამახსოვრო საჩუქარი გადასცა, გულშემატრკივრებმა კი აპლოდისმენტებით გააცილეს.
ნიკა კვეკვესკირი საქართველოს ნაკრებში 2015 წლიდან თამაშობს. სულ მისი ფორმით 62 მატჩი ჩაატარა. კვეკვესკირის მიერ გატანილი პენალტი გადამწყვეტი გამოდგა საბერძნეთთან ევრო 2024-ის პლეი ოფის ფინალში, რომელმაც „ჯვაროსნებს“ ევროპის ჩემპიონატის ფინალური ეტაპის საგზური მოუტანა.
შეგახსენებთ, რომ, ვილი სანიოლის გადაწყევტილებით, ნიკა კვეკვესკირი ეროვნული ნაკრების სამწვრთნელო სტაფის წევრი გახდა.