თურქეთში წყალდიდობის შედეგად დაღუპულთა რიცხვი ხუთამდე გაიზარდა

21:54, 23.08.2020

თურქეთში, გირესუნის პროვინციაში წყალდიდობის შედეგად დაღუპულთა რიცხვი ხუთამდე გაიზარდა. დაშავებულია 12 ადამიანი. ინფორმაციას „როიტერი“ ავრცელებს.

ქვეყნის პრეზიდენტის, რეჯეფ თაიფ ერდოღანის თქმით, ამჟამად მაშველები 11 ადამიანს ეძებენ. გირესუნის პროვინციაში მაშველებმა 153 ადამიანი გადაარჩინეს.

მსგავსი