თურქეთში, ვანის პროვინციაში მიწისძვრა მოხდა
თურქეთში, ვანის პროვინციაში მიწისძვრა მოხდა

თურქეთის აღმოსავლეთით, ვანის პროვინციაში 5,4 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა. ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს.

გავრცელებული ინფორმაციით, მიწისძვრის ეპიცენტრი ოზალპის ოლქთან ახლოს, 6,9 კილომეტრის სიღრმეში იყო.

პროვინციის გუბერნატორის თქმით, მიწისძვრის შედეგად დანგრეულია რამდენიმე შენობა, დაშავებულია ხუთი ადამიანი. მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია. დაშავებულები საავადმყოფოებში, ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ რჩებიან.