თურქეთში ტერორისტული დაჯგუფების წევრობაში ბრალდებულ ქურთ მომღერალს თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა
თურქეთში ტერორისტული დაჯგუფების წევრობაში ბრალდებულ ქურთ მომღერალს თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა

თურქეთის სასამართლომ წარმოშობით ქურთ მომღერალს, გერმანიის მოქალაქე საიდ ინაკს ექვსი წლითა და სამი თვით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. მომღერალი შეიარაღებული ტერორისტული დაჯგუფების წევრობაში ცნეს დამნაშავედ.

საიდ ინაკი მაშინ დააკავეს, როდესაც ის ივნისის საპრეზიდენტო და საპარლამენტო არჩევნების წინ თურქეთში ჩავიდა, რათა მონაწილეობა მიეღო პროქურთული „სახალხო-დემოკრატიული პარტიის“ მხარდამჭერ კამპანიაში.

საიდ ინაკის  დაკავების შემდეგ, თურქეთის სახელმწიფო მედიამ გაავრცელა ფოტოები, რომლებზეც მომღერალი თურქეთის ხელისუფლების მიერ ტერორისტულად მიჩნეულ „ქურთისტანის მუშათა პარტიის“ ერთ-ერთ ლიდერთანაა აღბეჭდილი.

სასამართლო პროცესზე ინაკმა უარყო პარტიის წევრობა.