თურქეთში სამხედრო ვერტმფრენი ჩამოვარდა, დაშავდა ბორტზე მყოფი ხუთი ადამიანი

09:47, 22.04.2026

თურქეთში სამხედრო ვერტმფრენი ჩამოვარდა. ამის შესახებ თურქული მედია წერს.

შემთხვევა ქვეყნის დედაქალაქ ანკარაში მოხდა. მომხდარის შედეგად ბორტზე მყოფი ხუთი ადამიანი დაშავდა.

„ჩვენი სამხედრო ავიაციის სარდლობის კუთვნილი CH-47-ის ტიპის სამხედრო-სატრანსპორტო ვერტმფრენი ანკარაში სასწავლო ფრენის დროს გაურკვეველი მიზეზით ჩამოვარდა“, – აღნიშნეს თავდაცვის სამინისტროში.

რა გახდა ავიაკატასტროფის მიზეზი, ამ დრომდე უცნობია.

მსგავსი