თურქეთში „სახალხო რესპუბლიკური პარტიის“ საპრეზიდენტო კანდიდატის შესარჩევად კენჭისყრა ჩატარდა, პარტიამ წევრებს მოუწოდა, სოლიდარობის ნიშნად, დაკავებული ეკრემ იმამოღლუსთვის მიეცათ ხმა
თურქეთში „სახალხო რესპუბლიკური პარტიის“ საპრეზიდენტო კანდიდატის შესარჩევად კენჭისყრა ჩატარდა, პარტიამ წევრებს მოუწოდა, სოლიდარობის ნიშნად, დაკავებული ეკრემ იმამოღლუსთვის მიეცათ ხმა

თურქეთში ოპოზიციური „სახალხო რესპუბლიკური პარტიის“ საპრეზიდენტო კანდიდატის შესარჩევად კენჭისყრა ჩატარდა.

სტამბოლის მერის, ეკრემ იმამოღლუს დაკავებამადე, სწორედ ის განიხილებოდა ოპოზიციური პარტიის კანდიდატად 2028 წლის საპრეზიდენტო არჩევნებისთვის.

სწორედ ამის გამო პარტიამ 1.5 მილიონზე მეტ წევრს მოუწოდა, სოლიდარობის ნიშნად ხმა მიეცათ დაკავებული მერისთვის. საარჩევნო ყუთები განთავსებული იყო თურქეთის ყველა რაიონში, რათა ხალხს მხარდაჭერა გამოეხატა დაკავებული მერისადმი.

იმამოღლუმ კენჭისყრის დასრულების შემდეგ თავისი ადვოკატის დახმარებით წერილი გაავრცელა, სადაც აღნიშნა, რომ ბედნიერია მოქალაქეების აქტივობით.

შეგახსენებთ, რომ იმამოღლუ 19 მარტს დააკავეს. მას კორუფციასა და ტერორისტული დაჯგუფების ხელშეწყობაში ედება ბრალი. სასამართლომ იმამოღლუს უკვე შეუფარდა პატიმრობა. მერის დაკავების შემდეგ მედია აქტიურად წერდა, რომ იმამოღლუ ერდოღანის ერთ-ერთი მთავარი კონკურენტი იქნებოდა 2028 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში. მისი დაკავების შემდეგ თურქეთის მასშტაბით საპროტესტო აქციები დაიწყო. უკვე რამდენიმე ღამეა, რაც სამართალდამცველებსა და აქციის მონაწილეებს შორის შეტაკებები მიმდინარეობს. 22 მარტს, ღამით 323 ადამიანი დააკავეს.