თურქეთში საფეხმავლო გზის ჩანგრევის შედეგად, გამვლელები დაშავდნენ [ვიდეო]

თურქეთის სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში მდებარე დიარბაქირის პროვინციაში მოულოდნელად, საფეხმავლო გზა ჩაინგრა და ორი ქალი ჩაიყოლა. ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, ინციდენტის შედეგად ქალებმა მსუბუქი დაზიანებები მიიღეს. მათ ნანგრევებიდან ამოსვლაში თვითმხილველები დაეხმარნენ.

ინციდენტი გარე სათვალთვალო კამერებმა დააფიქსირა.