თურქეთში ნიდერლანდელი ულტრამემარჯვენე პოლიტიკოსის განცხადებაზე გამოძიება დაიწყო
თურქეთში ნიდერლანდელი ულტრამემარჯვენე პოლიტიკოსის განცხადებაზე გამოძიება დაიწყო

​თურქეთის პროკურატურამ ნიდერლანდელი ულტრამემარჯვენე მოძრაობის ლიდერის, გეერტ უილდერსის განცხადებასთან დაკავშირებით გამოძიება დაიწყო. ინფორმაციას სააგენტო „როიტერი“ ავრცელებს.

უილდერსმა სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ თურქეთის პრეზიდენტს, რეჯეფ თაიფ ერდოღანს ტერორისტი უწოდა და ქვეყნის პრემიერ მარკ რუტეს მოუწოდა, ქვეყნიდან თურქეთის ელჩი გააძევოს. უილდერსი ასევე მიიჩნევს, რომ თურქეთი ნატო-ს რიგებიდანაც უნდა გარიცხონ.

უილდერსი ნიდერლანდების „თავისუფლების პარტიის“ ლიდერი და ცნობილი ულტრამემარჯვენე პოლიტიკოსია.