თურქეთში მშრომელთა საერთაშორისო დღესთან დაკავშირებული დემონსტრაციის ათობით მონაწილე დააკავეს
თურქეთში მშრომელთა საერთაშორისო დღესთან დაკავშირებული დემონსტრაციის ათობით მონაწილე დააკავეს

თურქეთში მშრომელთა საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით გამართული დემონსტრაციების 200-ზე მეტი მონაწილე დააკავეს. ინფორმაციას „ევრონიუსი“ ავრცელებს.

ბოლო მონაცემებით, სულ მცირე 100 ადამიანია დაკავებული სტამბოლში, დემონსტრანტები დააკავეს ანკარასა და იზმირშიც. დემონსტრანტები სტამბოლში თაქსიმის მოედნისა და საზოგადოებრივი თავშეყრის სხვა ადგილებზე შეკრებას გეგმავდნენ, რათა მთავრობის მიერ შემოღებული შეზღუდვები გაეპროტესტებინათ. პოლიციამ დემონსტრანტების მიმართ ცრემლსადენი გაზი გამოიყენა.

ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, სტამბოლსა და ანკარაში პოლიციამ ჟურნალისტებს საპროტესტო აქციების გადაღება აუკრძალა.

მშრომელთა საერთაშორისო დღე მთელ მსოფლიოში აღინიშნება და ბევრ ქვეყანაში საპროტესტო აქციების ფონზე მიმდინარეობს.